Tsavkisi River

მთავარი

ისრაელი-საქართველოს პროექტი “წავკისი რივერ” - ეს არის უმაღლესი სტანდარტების მქონე “Townhouse”-ის ტიპის თანამედროვე საცხოვრებელი კონდომინიუმი, რომელიც უზრუნველყოფს თქვენს ოჯახებს მაღალი ხარისხის მომსახურებითა და სრული კომფორტით.

დიდმა მოთხოვნამ მსგავსი ტიპის საცხოვრებელ სახლებზე მიგვაღებინა გადაწყვეტილება აგვეშენებინა დამატებით 119 სახლი პატარა მდინარის მახლობლად, უკვე არსებული საცხოვრებელი კომპლექსის - “წავკისის ველის” მიმდებარე ტერიტორიაზე.

გალერეა

prev
next

News

2008 წლის 18 ივლისს შედგა “წავკისის ველის” ახალი ეტაპის - “წავკისი რივერ”-ის პროექტის პრეზენტაცია. საღამო, რომელსაც უამრავი სტუმარი დაესწრო, წავკისში გაიმართა. პრეზენტაციის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ნაწილი _ “წავკისის ველისა” და “წავკისი რივერ”-ის დამაკავშირებელი ხიდის გახსნის ცერემონიალი და “წავკისი რივერის” ტერიტორიაზე ანთებული ათი კოცონი იყო. შოუ-პროგრამა გაგრძელდა დათო გომართელის კონცერტითა და თეატრ “ნაბადის” წარმოდგენით. საღამო გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.

“წავკისის ველის” საჩვენებელი სახლის დიზაინმა სტუმრებში დიდი მოწონება დაიმსახურა.

2008 წლის 21-24 მაისს პროექტმა “წავკისი რივერ” მონაწილეობა მიიღო სამშენებლო კომპანიების ერთ-ერთ უმსხვილეს გამოფენაში “კავკაზუს ბილდ”, რომელიც ორგანიზებული იყო “ექსპო ჯორჯია”-ს მიერ. ახალმა პროექტმა დიდი ინტერესი გამოიწვია არა მხოლოდ დამთვალიერებლებში, არამედ გამოფენის მონაწილეთა შორისაც.

2008 წლის 12 მაისს ისრაელი-საქართველოს ბიზნეს ფორუმზე ისრაელის კომპანიების 60 საინვესტიციო პროექტს შორის წარმოდგენილ იქნა პროექტი “წავკისი რივერ” და “წავკისის ველი”. ისრაელის სახელმწიფოს მე-60 საიუბილეო წლისთავისადმი მიძღვნილი ფორუმი ჩატარდა ქორთიარდ მარიოტში.

2008 წლის მაისიდან “წავკისი რივერ”-ის პროექტში დაიწყო გაყიდვები.

დასრულდა “წავკისი რივერისა” და “წავკისის ველის” ტერიტორიების დამაკავშირებელი ორიგინალური დიზაინის ბეტონის ხიდის მშენებლობა.