Tsavkisi River

მდებარეობა

წავკისი _ ეს არის ულამაზესი ადგილი, რომელიც მდებარეობს თრიალეთის ქედზე, ზღვის დონიდან 850 მ-ის სიმაღლეზე, ქალაქის ცენტრიდან კი 7 კილომეტრითაა დაშორებული. ზაფხულის შემხუთველ სიცხეში  მთიან წავკისში დასვენება საუკეთესო გამოსავალია არა მხოლოდ თბილისის მცხოვრებთათვის, არამედ საქართველოში ჩამოსული უცხოელი სტუმრებისთვისაც.

თავად ეს ტერიტორია ღირსშესანიშნავია როგორც კლიმატური პირობებით, ასევე ისტორიითაც _ იგი თვით თამარ მეფის საყვარელ ადგილს წარმოადგენდა. წავკისის შემოგარენში არაერთი კულტურული და არქიტექტურული ძეგლია შემორჩენილი: XVI-XVII საუკუნეების ორი გუმბათოვანი ტაძარი, XIX საუკუნის წმ. სარქისის სახელობის სომხური ეკლესია.

ადგილობრივი მოსახლეობა კულტურული ტრადიციებითა და სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა. შესანისნავმა მდებარეობამ და ბუნებრივმა პირობებმა წავკისი ყველასათვის საყვარელ დასასვენებელ ადგილად აქცია.